Wednesday, July 3, 2013

პროექტი

1. პროექტის  სახელწოდება: თხა და გიგო


Monday, June 17, 2013

მეოთხე დღე

ეს იავნანაა.

კითხვა მაქვს ისევ, თუ რა დამოკიდებულება  აქვს (ჰქონდა) სოლიკო ხაბეიშვილს გუდაურთან.

დღეს დილით საინტერესო ლექციაზე დავაგვიანე

რუბრიკა არის 5 ქულიანი (მა'ლობა ანა/კახა)




Sunday, June 16, 2013

მესამე დღე

უცნაური იყო შვიდ საათზე ვახშამი, რომელიც შეფუთული იყო ჩვენზე ზრუნვით "არიქა არაფერი დარჩება", ამ დროს ახალ სტუმრებს თავიანთი ჭურჭელი, საჭმელი და მზარეული  ემსახურებოდა. შესაბამისად, საჭმლის არდარჩენა ლოგიკაში ვერ ჯდება. ალბათ უფრო ის მომენტია, რომ ჩვენ იმ დროს სამზარეულოში არ უნდა ვყოფილვიყავით


ტრენინგებს რაც შეეხება, კახა ისევ მაოცებს

©


  • ახალია სიდიდე და ზომა

  • ასლმა არ უნდა გადაფაროს ძირითადი დოკუმენტი

  • ბმულის გამოყენება შეიძლება
  • სახელმძღვანელოს ასლების დარიგება რავარია? 


აღმოვაჩინე რომ ბევრი რამ არ ვიცოდი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით

გავარკვიე სად უნდა ავტვირთო პროექტები,

ველოდები კინოს

Saturday, June 15, 2013

მეორე დღე

აქ მხოლოდ სილაბუსებია:

მოსაზრებები, რომლებიც ჩემთვის აქტუალურია

  • ერთადერთი სწორი პასუხის პრობლემა  (ხელს უშლის დამოუკიდებელ აზროვნებას)

  • მოსწავლე წერს ისეთ თემას რომელიც მასწავლებელს მოეწონება
  • ვერ ვეუბნებით რატომ ვასწავლით და რისთვის ვასწავლით
  • შეხედულება სკოლის შესახებ!
  • მაინცდამაინც 45 წუთიანი გაკვეთილი 
  • შეფასების მრავალფეროვანი  ფორმების აუცილებლობა.  (ნიშანზე დამოკიდებული სწავლება) 




ვფიქრობ რომ სასტუმროს სტაფი  თვით მარკო პოლოს შერჩეულია, ეჭვი მაქვს  მარკო პოლოს თანატოლები არიან


რა პრინციპითაა ნათურები დაკიდული საკონფერენციო დარბაზში

ამბიციურობა. აღფრთოვანებული ვარ, რომ ამხელა პროექტის აქტიური მონაწილე ვარ

ვორჭოფობ, მასწავლებლები რამდენად ხალისით აგვყვებიან ამ სირთულის სამუშაოს შესრულებაში. ან რამდენად არიან მზად ჩამოყალიბებულ შეხედულებებში ამხელა ცვლილებების შესატანად. რამდენად არიან მზად  ამ ცვლილებებისთვის მონაწილე მხარეები, თუნდაც სახელმწიფო. ვფიქრობ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი, რომელიც სცილდება მხოლოდ ტრენერების კომპეტენციას.....


ჯერჯერობით ვერ გავიგე, სად წავიღო გამზადებული პროექტი


გერგეტა აუცილებლად სანახავია




Friday, June 14, 2013

პირველი დღე

შოკი იყო ლოსიკას ნასროლი თეთრი ხელთათმანი..., მთლად ხელთათმანიც არ იყო, მაგრამ მაინც



მოულოდნელი ტრენინგის დასაწყისი იყო, სადაც კახამ სიტყვასიტყვით წაიკითხა ჩემი აზრები სწავლების დღევანდელი სიტუაციის შესახებ :) . ("მე არაჩვეულებრივად ვხსნი, მაგრამ მოსწავლეები არ მისმენენ". ასევე სხვა მომენტები). როგორც პრაქტიკა ადასტურებს, ეს რმოსმენა (საკუთარი სახელის  პირველი ასო მთავრულით იწერება, მაგრამ ქართულში  მთავრული ასოები არ არის, ამიტომ მხოლოდ გავამუქე)   ჩემი, შენი, ჩვენი ტრენინგის განუყოფელი ნაწილია.

რაც შეეხება თვითონ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას და ჩვენს ტრენინგებს:

როცა ტრენინგს ვიწყებ, პირველ დღეს მსმენელებს ვუზიარებ ჩემს დამოკიდებულებას ედაგოგების მიმართ. დაახლოებით შემდეგი ტექტსით :

მე დარწმუნებული  ვარ, რომ თქვენ არაჩვეუებრივ გაკვეთილებს ატარებთ. ჩვენს ჯგუფს უნდა რომ ეს კარგი გაკვეთილები კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ ტექნოლოგიების გამოყენებით.  აქამდეც და ამ ტრენინგების შემდეგაც თქვენ ძალიან ბევრ გაკვეტილს ჩაატარებთ, სადაც ტექნოლოგია არ იქნება გამოყენებული, და ეს იქნება კარგი გაკვეთილი

დღეიდან მე ასე ვიტყვი, რომ ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე გაკვეთილი ვერ იქნება კარგი გაკვეთილი......


ხელთათმანი  უკვე ნასროლია,