Friday, June 14, 2013

პირველი დღე

შოკი იყო ლოსიკას ნასროლი თეთრი ხელთათმანი..., მთლად ხელთათმანიც არ იყო, მაგრამ მაინც



მოულოდნელი ტრენინგის დასაწყისი იყო, სადაც კახამ სიტყვასიტყვით წაიკითხა ჩემი აზრები სწავლების დღევანდელი სიტუაციის შესახებ :) . ("მე არაჩვეულებრივად ვხსნი, მაგრამ მოსწავლეები არ მისმენენ". ასევე სხვა მომენტები). როგორც პრაქტიკა ადასტურებს, ეს რმოსმენა (საკუთარი სახელის  პირველი ასო მთავრულით იწერება, მაგრამ ქართულში  მთავრული ასოები არ არის, ამიტომ მხოლოდ გავამუქე)   ჩემი, შენი, ჩვენი ტრენინგის განუყოფელი ნაწილია.

რაც შეეხება თვითონ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას და ჩვენს ტრენინგებს:

როცა ტრენინგს ვიწყებ, პირველ დღეს მსმენელებს ვუზიარებ ჩემს დამოკიდებულებას ედაგოგების მიმართ. დაახლოებით შემდეგი ტექტსით :

მე დარწმუნებული  ვარ, რომ თქვენ არაჩვეუებრივ გაკვეთილებს ატარებთ. ჩვენს ჯგუფს უნდა რომ ეს კარგი გაკვეთილები კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ ტექნოლოგიების გამოყენებით.  აქამდეც და ამ ტრენინგების შემდეგაც თქვენ ძალიან ბევრ გაკვეტილს ჩაატარებთ, სადაც ტექნოლოგია არ იქნება გამოყენებული, და ეს იქნება კარგი გაკვეთილი

დღეიდან მე ასე ვიტყვი, რომ ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე გაკვეთილი ვერ იქნება კარგი გაკვეთილი......


ხელთათმანი  უკვე ნასროლია,



No comments:

Post a Comment